ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში 10-კაციანმა გრაცის "შტურმმა" შინ "ლასკი" 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ "შტურმი" 46 ქულით ბუნდესლიგის თანალიდერია, "აუსტრია ვენასთან" ერთად.
გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა, 50-ე წუთზე პენალტი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახდა. პენალტი ქართველმა თავად გამოიმუშავა და შემდგომში გოლადაც წარმატებით გარდასახა.
შეგახსენებთ, რომ 20 მარტს, სომხეთის წინააღმდეგ, გასვლით შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებს სწორედ კიტეიშვილი უკაპიტნებს.
იხილეთ ვიდეო: