VIDEO: მეტოქეს პირველი მარცხი აგემა - ლაშა გურულმა სადებიუტო ბრძოლა მოიგო

20 hours ago 4

ქართველმა მოკრივე ლაშა გურულმა, თავისი პირველი პროფესიონალური ორთაბრძოლა წარმატებით დაასრულა.

რუსთავში, Martlab Boxing Promotion-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, გურულმა განელი მოკრივე ბერნარდ აბეი დაამარცხა.

შეხვედრა ექვს რაუნდს გაგრძელდა. მესამე რაუნდიდან ლაშა გურულმა დაპირისპირების სადავეები ხელში აიღო და ამ დროიდან მისი გამარჯვება უფრო და უფრო მეტად პროგნოზირებადი ხდებოდა.

ბერნარდ აბეის პროფესიონალურ კარიერაში უკვე ხუთი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგან ყველა მოგებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ლაშა გურულმა 2024 წლის ზაფხულში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, კრივში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სრულად წაკითხვა