VIDEO: რონალდინიო თბილისშია - ხვალ თბილისში ლეგენდების დაპირისპირება შედგება

10 hours ago 2

ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდინიო თბილისში ჩამოვიდა და დაგეგმილ ამხანაგური მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

ხვალ, 16 მაისს, 19:00 საათზე ერთმანეთს "ბარსელონას“ ვეტერანები და საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა 16 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება "დინამო არენაზე“ და მას საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

ამ მატჩის წინა დღეს, სასტუმრო "მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელები – იარი ლიტმანენი და ხავიერ სავიოლა, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები – კახა კალაძე და შოთა არველაძე პასუხობდნენ.

პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დადასტურდა, რომ რონალდინიო მატჩში მონაწილეობას მიიღებს და გულშემატკივრებს პირადად გაახარებს თავისი გამოჩენითა და საფეხბურთო ოსტატობით.

ღონისძიება ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულ მოვლენად სახელდება, რადგან გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, ლეგენდარული მოთამაშეები ერთ მოედანზე იხილონ და თაობების ფავორიტებს კვლავ ჭეშმარიტი ფეხბურთით ტკბობის შანსი მიეცეთ.

სრულად წაკითხვა