ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მატჩში, სადაც ერთმანეთს „ტენერიფე“ და „ანდორა“ უპირისპირდებოდნენ, მატჩის მიწურულს (დამატებულ დროში) ხესუს დე მიგელი ბურთისთვის იბრძოდა. ამ დროს მას „ანდორას“ მეკარე, ჟეზუს ოვონო, საჯარიმო მოედნის გარეთ გამოვარდნისას მთელი ძალით შეეჯახა მუხლით მკერდის არეში.
დარტყმის შედეგად ფეხბურთელმა გონება დაკარგა და მოედანზევე გაუჩერდა გული. ექიმებმა მას პირველადი რეანიმაციული დახმარება პირდაპირ მინდორზე გაუწიეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში მისი მდგომარეობა თავდაპირველად სტაბილურად ფასდებოდა, 3 ნოემბრის გამთენიისას მისი ნევროლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და დილის 8:00 საათზე გარდაიცვალა.
🚨 A heartbreaking moment from the match between CD Tenerife and FC Andorra. 💔
Jesús de Miguel was involved in a serious collision with the opposing goalkeeper, leaving him down and requiring urgent medical attention.
Sadly, the Tenerife striker later passed away after being unable to recover.
A tragic moment for football. 🕊️
— Brila Media (@Brilamedia) November 3, 2026
pozitivi.ge