საფრანგეთის ჩემპიონატში კარგი ტური გამოუვიდა გიორგი მიქაუტაძეს, რომლის ლიონმაც პარი სენ-ჟერმენთან 3:1 კი წააგო, თუმცა ის ერთ გოლი სწორედ ქართველმა გაიტანა.
გატანიდან რამდენიმე წამში პარიზელთა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ გიორგის ხელი ჰკრა და დაბლა დააგდო, თანაც რაღაცა გაბრაზებულმა მიაძახა, რამაც ცოტა ხნით მოედანზე დაძაბულობა შექმნა.
როგორც კამერებმა დააფიქსირეს, ტაიმის ბოლოს ქართველი ფეხბურთელი დონარუმასთან მივიდა და ბოდიში იქით მოუხადა, - იხილეთ ვიდეო