ვაკო ყაზაიშვილი ფანტასტიკურ ფორმაშია – ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეშვიდე მატჩია იტანს და ამჯერად ჰეთ-თრიქი შეასრულა. შანდონი სტუმრად „შანხაი შენჰუასთან“ 3:3 დაზავდა და ვაკოს სამმა გოლმა გუნდს ქულა შეუნარჩუნა.
ქართველმა შემტევმა მეტოქის კარი 37-ე, 45-ე და 85-ე წუთებზე აიღო. ბოლო შვიდ მატჩში ვაკომ 14 გოლი გაიტანა – ჰეთ-თრიქი, ოთხი ერთგოლიანი მატჩი, პოკერი და კვლავ ჰეთ-თრიქი. მიმდინარე სეზონში ქართველს 24 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე გადაცემა შესრულებული - ბომბარდირთა დავაში ვაკო პირველ პოზიციაზეა.
იხილეთ ვიდეო: (geo__team)