ერთ-ერთმა დაბალბიუჯეტიანმა კომპანია Wizz Air-მა, რომელიც ფრენებს ქუთაისიდან ევროპის 20-ზე მეტ ქალაქში ახორციელებს, ბორტზე ასატანი უფასო ნივთების ჩამონათვალიდან კისრის ბალიში ამოიღო.
„თუ გსურთ ბორტზე კისრის ბალიშის ატანა, ის ხელბარგში უნდა იდოს. თუ ხელბარგი აღემატება დაშვებულ ნორმას, ის შეიძლება ჩაითვალოს დამატებით ნივთად და დაექვემდებაროს დიდი ან დამატებითი ბარგის ტარიფს“, - წერია კომპანიის ვებსაიტზე.
არსებული წესების მიხედვით, სტანდარტული ბილეთის შესძენის შემდეგ მგზავრს შეუძლია ბორტზე უფასოდ აიტანოს:
- ან ლეპტოპის ჩანთა;
- ან ჩანთა;
- ან პატარა ზურგჩანთა.
თვითმფრინავში ატანილი უფასო ბარგი შეიძლება იყოს 10 კგ-მდე და ზომებით კი უნდა იყოს 40 x 30 x 20სმ.
უფასო ნივთების ჩამონათვალში რჩება:
- ქურთუკი;
- ტელეფონი;
- ბორტზე საკითხავი მასალა;
- Duty Free-ში ნაყიდი ნივთები;
- ფრენის დროს გამოსაყენებელი ჩვილის საკვები;
- ყავარჯენი / ეტლი.
2026 წლის აპრილში „სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ“ გაავრცელა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ბაზრის 20% სწორედ ამ კომპანიაზე მოდის.
- Wizz Air Hungary – 20% (326 670 მგზავრი);
- Georgian Airways – 9% (148 955 მგზავრი);
- Pegasus – 8% (133 520 მგზავრი);
- Turkish Airlines – 8% (119 899 მგზავრი);
- Azerbaijan Airlines – 6% (91657 მგზავრი).
სამი საერთაშორისო აეროპორტიდან „ვიზეარი“ მხოლოდ ქუთაისიდან დაფრინავს.
radiotavisupleba ახალი ამბები