WSJ: ტრამპი განიხილავს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის ვარიანტებს

1 week ago 5

The Wall Street Journal-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი განიხილავს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ მოქმედების რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას.

გამოცემა ეყრდნობა წყაროებს, რომლებიც ტრამპის გუნდის გეგმებს იცნობს.

WSJ-ის თანამოსაუბრეების თანახმად, ტრამპის გუნდი ახლა თეირანის წინააღმდეგ მიმართული „მაქსიმალური ზეწოლის 2.0 სტრატეგიაზე“ მუშაობს. ოთხი პირი, რომლებიც გამოცემას ინფორმაცია მიაწოდეს, ირანზე ზემოქმედების ორ ვარიანტს იცნობს.

ერთის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედროთა, თვითმფრინავების და ხომალდების დიდი რაოდენობით გადასროლა მოხდება. ეს სცენარი ასევე გულისხმობს ისრაელისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდებას ირანის ბირთვული ობიექტების მწყობრიდან გამოსაყვანად.

მეორე ვარიანტი სამხედრო ძალის და მკაცრი ფინანსური სანქციების გამოყენების ერთობლიობას წარმოადგენს. მოელიან, რომ ასეთი მიდგომა ირანის ეკონომიკას ძირს გამოუთხრის და აიძულებს თეირანს, მოძებნოს დიპლომატიური გზები. სტატიაში არ არის დაზუსტებული, რომელ სცენარისკენ იხრება ტრამპი.

გაეროს და ირანის წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს.

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას და ჰეზბოლას (აშშ-ში ტერორისტულად შერაცხილი, ევროკავშირში ნაწილობრივ ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) დასუსტებას მოჰყვა ირანის პოზიციების გაუარესება ახლო აღმოსავლეთში.

ტრამპი ამ ვითარების გამოყენებას აპირებს, რათა აიძულოს თეირანი დათმობა გააკეთოს ბირთვულ სფეროში.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს მეორედ დაიკავებს, ფიცის დადება იანვარშია დაგეგმილი.
2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა და გერმანიამ ერთი მხრივ, მეორე მხრივ ირანმა შეთანხმება გააფორმეს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ, რის სანაცვლოდ დასავლეთს თეირანისთვის დაწესებული სანქციები უნდა შეერბილებინა.
2018 წელს აშშ-მა დატოვა შეთანხმება ცალმხრივად და სანქციები უფრო გაუმკაცრა ირანს. ირანმა დაიწყო ეტაპობრივად თავისი ბირთვული პროგრამის აღდგენა.

დასავლეთში შიშობდნენ, რომ ირანის ბირთვული იარაღზე მუშაობს, მაგრამ ირანის უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი ბირთვული სფერო სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.


12 დეკემბერს ბირთვული ენერგეტიკისა საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა "ფირდოუს" ბირთვული ობიექტზე მეთვალყურეობის გამკაცრებას სააგენტო მხრიდან.

სრულად წაკითხვა