WSJ: თეთრი სახლი, ამ ეტაპზე, არ გაგზავნის უკრაინაში F-16-ის მომსახურე ტექნიკოსებს

1 month ago 63

თეთრმა სახლმა უარი თქვა ამერიკელი სპეციალისტების უკრაინაში გაგზავნაზე, რომლებსაც მოიერიშე თვითმფრინავების F-16-ისა და სხვა სამხედრო ტექნიკის მომსახურებაზე უნდა ემუშავათ. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განიხილა უკრაინაში სპეციალისტების გაგზავნის საკითხი და ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე, მათი უკრაინაში გამგზავრება რისკის შემცველი იქნება.

ისინი შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, „მიზანში ამოიღოს ამერიკელი სპეციალისტები“, რაც კონფლიქტის ესკალაციისკენ იქნება მიმართული.

ნაცვლად ამისა, არის იმედი, რომ „უმეტეს და შესაძლოა მთელ“ პასუხისმგებლობას F-16-ის მომსახურებაზე საკუთარ თავზე აიღებენ ევროპული ქვეყნები, ეუბნება გამოცემას წყარო. ამასთანავე, აშშ არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში სპეციალისტებს სამომავლოდ გაგზავნის.

ივლისის ბოლოს უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 80 დაპირებული მოიერიშე თვითმფრინავიდან 6 საფრენი აპარატი, თუმცა, ტექნიკოსების დაუხმარებლად, რთული იქნება მათი სამუშაო მდგომარეობის შენარჩუნება, - წერს The Wall Street Journal-ი.

სრულად წაკითხვა