XI უკვე შეარჩია - როგორი სასტარტო სურს რეალში ჩაბი ალონსოს

1 month ago 10

ჩაბი ალონსო უკვე მადრიდში იმყოფება და რეალს აქტიურად ავარჯიშებს. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვალვებთან ჯერ შეხება არ ჰქონია, Cope-მ ალონსოს სანატრელი XI დაასახელა.

ტიბო კურტუა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ანტონიო რუდიგერი, დინ ჰუისენი, ალვარო კარერასი, ფედე ვალვერდე, აურელიენ ჩუამენი, ჯუდ ბელინგემი, ფრანკო მასტანტუნო, ვინისიუს ჟუნიორი და კილიან მბაპე არიან ფეხბურთელები, რომლებიც ალონსოს სასტარტოში სურს.

შეგახსენებთ, რომ ჩაბიმ რეალში კარლო ანჩელოტი ჩაანაცვლა, რომელიც, თავის მხრივ, უკვე ბრაზილიაშია და ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპს გადის.

სრულად წაკითხვა