ვუყურებ ამ კადრებს, როგორ გამოდიან ფორმულას ჟურნალისტები შენობიდან, იქამდე ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც გამოკეტილები იყვნენ ცეცხლმოკიდებულ შენობაში.
სადღეც, შენს ქვეყანაში, ხალხი გამოკეტილია რომელიღაც სართულებს შორის და შველას ითხოვს, ალმოდებული შენობიდან, ხალხი გამოსვლას ვერ ახერხებს
და უცებ ვკითხულობ ნინო ნადირაძეს პოსტს:
“ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ”.
ძვირფასო ნინო, გარდა იმისა, რომ ქალი ხართ, დედა ხართ, ქართული ოცნების ღიად მხარდამჭერი ხართ და ტვ იმედის სახე,
ადამიანიც ხომ ხართ? ადამიანურად გეკითხებით..
ჩემი როგორი ფოტოც არ უნდა დადოს ტვ იმედმა, სულ რომ კუდიან ალქაჯად მაქციოს და მლანძღოს, ტვ იმედს ცეცხლი რომ გაუჩნდეს და იმ შენობაში ყველა ის ჟურნალისტი იყოს გამომწყვდეული, რომელმაც მაგინა და მლანძღა, “აალდნენ” მეთქი ვერც კი გავიფიქრებ..
მზარავს ადამიანმა ასეთი რამ როგორ უნდა გაიფიქრო, არამცთუ დაწერო…
“თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი……. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა”
სახარება მათესი 5. 43-48
ჰო ნინო, სახარებაში ვკითხულობთ ამ სიტყვებს, მერე გამოხვალთ და მართლმადიდებლები ვართო, პირჯვრის წერაო, ტაძარიო..
ხალხი განსაცდელშია, შიში ჩასდგომიათ თვალებში და წარმოუდგენელი ბოროტებაა დაწერო: “აალდნენ”!
სრულიად პატარა გოგო-ბიჭებზე თქვი ეს ბოროტული სიტყვა ნინო..
იმედია ოდესმე მიხვდებით, რომ “მაგ გზას, ტაძრამდე კი არა, ადამიანობამდეც არ მიჰყავხართ” და ბოდიშს მოუხდით ამ გოგო-ბიჭებს…
პ.ს. ნინო ნადირაძეს ამ პოსტმა მიმახვედრა რამხელა უფსკრული გააჩინა ქ.ოცნებამ საზოგადოებაში, დაყო და შეაძულა ერთმანეთი..
დღეს: “აალდნენ” _ იძახის ქ. ოცნების პროპაგანდისტი;
გუშინ: “5-6 კაცი, დასაძინებელია” _ ამბობს თბილისის მერად წოდებული, კახი კალაძე.. ადამიანებზე ამბობს, რომლებიც იცავენ ცხოველებს, იცავენ იმიტომ, რომ ძაღლებს ლაპარაკი არ შეუძლიათ, თვალებით თუ გვაგებინებენ რამეს მხოლოდ.
აი ამ ძაღლებს იცავს ხალხი და ეს ადამიანები, ცხოველთა უფლებადამცველები, მოსაკლავად, დასაძინებლად გაიმეტა კახა კალაძემ..
ხვალ და ზეგ, ტაძრებსა და სანთლებს ამოეფარებიან და ჩვენაო მართლმადიდებლები ვართო,
მართლმადიდებლობა კი არა, სიბოროტეა ეს,
წარმოდგენელი სიბოროტე..
“აალდნენ”… უბრალოდ ვერ ვივიწყებ ამ სიტყვებს… როგორ უნდა გაიმეტო ეს ხალხი ამ სიტყვებისთვის..
სიტყვას აქვს ძალა, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი ჰო გახსოვთ, “ენით დაკოდილი”…
შეიძლება ბევრჯერ ფიზიკურად გაგვისწორდნენ და დაგვავიწყდეს,
მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ნინო ნადირაძემ
რომ თქვა “აალდნენ” და კახა კალაძემ ცხოველთა უფლებადამცველებზე რომ თქვა, “ეგ ხალხი, თავადაა დასაძინებელიო”..
საერთაშიროსო alia.ge