WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

12

ადვოკატი, ჯუნა ჭოხონელიძე, რომელიც დღეს, ხანძრის დროს, ასევე იმყოფებოდა “დელისის” ბიზნესცენტრში, სოციალურ ქსელში, წერს:

მეგობრებო,
კარგად ვარ, მადლობა ყველას მოკითხვისთვის.

1 საათიანი ისტერიკული რეკვის შემდეგ 112-ში და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, რომ მე და ჩემი კოლეგა მე-11 სართულიდან გავეყვანეთ რადგან ძლიერი დაკვამლიანების გამო ოფისიდან ვერ გამოვდიოდით დერეფანშიც კი და პირველ სართულამდე ვერ ჩამოვიდოდით ისე რომ კვამლს არ გავეგუდეთ, საბოლოოდ ჩააქრეს ცეცხლი და კვამლი რომ გავიდა, მას შემდეგ მოვიდნენ და ჩამოგვიყვანეს.

ძალიან გაბრაზებული ვარ რადგან 112-ში დარეკვისას ოპერატორს, რომელსაც სრულ ისტერიკაში ვუხსნი, რომ დახმარება მჭირდება მე-11 სართულზე და მთელი კოორდინატები ვუთხარი შენობის, ორჯერ მკითხა ფორმულა რომელ სართულზე იყო თითქოს რამე მნიშვნელობა ქონდა ჩემთვის. ანუ სავარაუდოდ პრიორიტეტული ჯერ ჟურნალისტები იყვნენ რომ ცუდი პოსტები არ დაეწერათ სახელმწიფო სტრუქტურის მუშაობაზე.

და კიდევ, არ ვიცი ვინ დაატრენინგა მეხანძრე-მაშველები მაგრამ ერთი ჯგუფი რომ ხანძრის ლიკვიაციაზე მუშაობს, სხვებმა მე-18 სართულიდან უნდა დაიწყონ ევაკუაცია, რომ მეტი სიცოცხლე გადაარჩინოთ.