ქალაქ აბაშის ცენტრში მდებარე “კრისტალ ბანკში” მძარცველები შეიჭრნენ – თავდამსხმელებმა ბანკის საცავის გახსნა სცადეს, თუმცა ვერ შეძლეს.

მძარცველებმა ტელევიზორი და კომპიუტერები დააზიანეს, თუმცა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამ წუთებში ბანკის თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან.