ფეხბურთის სამყაროში მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი, ერიკ აბიდალი, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი გართულებების გამო გარდაიცვალა. 45 წლის ფრანგმა ვეტერანმა მოთამაშემ თავადვე გადაწყვიტა ხმაურიან ამბავზე რეაგირება და სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრებს სიმართლე გააგებინა.
„ზოგიერთი ჭორი არ უნდა არსებობდეს. მე აქ ვარ, ოჯახთან ერთად, ყველაფერი კარგადაა. ყველაზე მთავარი პატივისცემაა. ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მოდით, ფოკუსირებული ვიყოთ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა აბიდალმა.
აბიდალი პროფესიულ ფეხბურთს 2014 წელს დაემშვიდობა. კარიერის განმავლობაში ის იცავდა „მონაკოს“, „ლილის“, „ლიონის“, „ბარსელონას“ და „ოლიმპიაკოსის“ ღირსებას. 2018-2020 წლებში კი „ბარსელონას“ სპორტული დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.