“აბორტი არასდროს გამიკეთებია,მე უშვილო ქალი ვარ და ეს ღმერთის ნებაა..” – ნახეთ ია ფარულავას უცნობი ამბები

2 weeks ago 8

ია ფარულავა არაერთი წელია, ბევრისთვის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად რჩება. მისი განსაკუთრებული გარეგნობით საზღვრებს გარეთაც ბევრი აღფრთოვანდა, მათ შორის იყო ოსკაროსანი მსახიობი რობერტ დე ნირო. 1987 წელს გამართულ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელმა მსახიობმა დაჯილდოების ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა.
პარადოქსია, თუმცა გამორჩეული გარეგნობის გამო, როგორც თავად ია იხსენებდა, ჰოლივუდში ის დაიწუნეს. კარიერა სამშობლოში გააგრძელე და მეუღლესთან, ტარიელ სუართან ერთად დღემდე თბილისში ცხოვრობს. ხმაურიანი იყო ია ფარულავას პირადი ცხოვრებაც, რის შესახებაც მან წლების წინ ნოე სულაბერიძის გადაცემაში ისაუბრა:

“17 წლის გავთხოვდი. “პირველი ქმარი, რამაზ ჩანტლაძე, არქიტექტორი და მხატვარია. პირველ კურსზე ვიყავი. ძალიან თანამედროვე და კარგი სამეგობრო წრიდან იყო. მაგრამ ბიჭი პათოლოგიურად ეჭვიანი აღმოჩნდა. მისმა ოჯახმა გამომიცხადა, რომ თეატრალურიდან საბუთები უნდა გამომეტანა და სამედიცინოზე შემეტანა. ეს საშინელება იყო და პროტესტი დამეწყო, რაც 6 თვე გაგრძელდა. ძალიან ეჭვიანი ადამიანი იყო. ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვცემდით. ჩემს მშობლებს ვერ ვეუბნებოდი. მრცხვენოდა, რომ ეს გამემხილა. დაჩაგრული არ ვყოფილვარ, ბიჭივით გამზარდეს და ჩემი ქმარი რომ დამარტყამდა, მეც ვურტყამდი. მაგრამ, ის მაინც ჩემზე ძლიერი იყო. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში მომდევდა და იტალიურ ეზოში შევედი. ვყვიროდი, მიშველეთ, მკლავენ-თქო, მაგრამ არც ერთმა ადამიანმა არ გამიღო კარი… “ფესვებში” რომ ვთამაშობდი, ჩუმად წავედი გადაღებაზე. მაინც რევოლუციონერი გოგო ვიყავი. “ფესვების” ის სცენა ღამეა გადაღებული იმიტომ, რომ ამ დროს ვიპარებოდი, ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, დედაჩემთან მივდივარ-თქო. მაინც გადავიღე ამ ფილმში და რომ ნახა, გაგიჟდა…” – იხსენებდა ია ფარულავა.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, მას ხშირად უსვამდნენ კითხვას, რატომ არ ჰყავს შვილი, ია ფარულავამ აღნიშნა, რომ ის უშვილოა და ამის მიზეზი გარკვეული არ არის:

“მე უშვილო ქალი ვარ. უშვილობის მიზეზი ვერ დავადგინეთ. არასდროს გამიკეთებია აბორტი, მიუხედავად ჩემი მრავალფეროვანი ქმრებისა და ბოიფრენდებისა. ეს ღმერთის ნება და სურვილია. იყო სხვადასხვა მცდელობა, მაგრამ არ 54 წლის ვარ და საერთოდ არ ვნანობ, რომ შვილი არ მყავს. ეს არ არის სამაგალითო, ჩემგან ნუ აიღებთ მაგალითს, მაგრამ ასეა. კიდევ კარგი, ხალხი დამშვიდდა და აღარ მთხოვენ შვილის გაჩენას. მე თავად ვზრდი ჩემში პატარა გოგოს. ამიტომაც, ტარიელის ენერგეტიკა, ჩემი სამი კატა და სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ, ძალიან ძვირფასია. შეგიძლიათ, ეგოისტი დამარქვათ, მაგრამ კარგად ვარ” – ამბობდა რამდენიმე წლის წინ ია ფარულავა ინტერვიუში.

სრულად წაკითხვა