აბრაჰამის დუბლი და ფელიშის სადებიუტო - "მილანი" იტალიის თასის ნახევარფინალშია

3 hours ago 2

იტალიის თასის 1/4 ფინალში კონსეისაუს გაწვრთნილმა "მილანმა" შინ "რომა" მიიღო და ნახევარფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

გოლები მე-16 და 42-ე წუთებზე ტამი აბრაჰამმა შეაგდო და "როსონერო" 2-ბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ. 54-ე წუთზე არტემ დობვიკმა ტაბლოზე ჩამორჩენა შეამცირა. 72-ე წუთზე კი მილანელთა ახალწვეულმა ჟოაო ფელიშმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:1.

ახლა კი, მილანელები მომდევნო ეტაპის მეტოქის დასადგენად, "ინტერისა" და "ლაციოს" შორის გამარჯვებულის გამოვლენას დაელოდებიან.

სრულად წაკითხვა