წაკითხვა: 194
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის სრულიად ეთანხმება ყველას იმ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ქართველი ფეხბურთელების იმ განცხადებების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან.
„აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპული მომავალი, საქართველოს ხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ მიმართულებით, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს და ამ გზას გავივლით ღირსეულად, თუმცა, რა თქმა უნდა, არის დაბრკოლებებიც, რომელიც ხელოვნურად იქმნება, როგორც კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო. დღეს ახალი მოიფიქრეს და მოლაპარაკებების გახსნას იყენებენ შანტაჟის იარაღად, თუმცა ჩვენი მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელიდან გამოაცალა შანტაჟის ყველა იარაღი იმ ადამიანებს, რომელიც გარედან ამ ტიპის განცხადებებს აკეთებთ. გინდათ? – ჩვენ მზად ვართ! გახსენით მოლაპარაკეები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს