მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე პოლიცია აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს აკავებს.
მედიის წარმომადგენლებს თავისუფლების და რუსთაველის მეტროს დატოვებას სთხოვენ, თუმცა, ტვ პირველის ჟურნალისტი ამბობს, რომ ადგილს არ დატოვებს, რადგან კამერებთან, დაკავებებს ერიდებიან.
ორივე მეტროსთან საქართველოს დროშიან ადამიანებს დასდევენ, ითხოვენ გაჰყვეს, გაჩხრეკისთვის, ან პირდაპირ აკავებენ.
მოქალაქეებმა, ქალებმა, რამდენიმე ახალგაზრდის გადარჩენა მოახერხეს დაკავებისგან.
მოქალაქეები ჰყვებიან, რომ მათ სთხოვენ დროშის მოხსნას.