არჩევნების მეორე ტური მომდევნო 14 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
14 დეკემბერს გამართული არჩევნების პირველ ტურში ირაკლი ჩომახაშვილმა 1109 ხმა მიიღო, ირაკლი ყანდაშვილმა - 1283, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა კანონმდებლობით განსაზღვრული ხმების საჭირო რაოდენობა, ანუ უბრალო უმრავლესობა (50%-ს +1 ხმა).
არჩევნებში მონაწილეობდა სულ 2 751 ადვოკატი. არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის 1 376 ხმა იყო საჭირო.
მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატზე მეტ ხმას.
ირაკლი ჩომახაშვილმა, რომელიც ამასთანავე, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ადვოკატია, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, სოციალურ ქსელში დაწერა:
„იმის მიუხედავად, რომ ბოლო კვირის მანძილზე ჩემსა და ჩემს გუნდზე ძალიან მძიმე, პროფესიულად არაეთიკური თავდასხმები მიმდინარეობდა, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ხვალ არჩევნები ჩაივლის დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით.
ვთანხმდებით, რომ ცვლილებები ასოციაციაში აუცილებელი და გარდაუვალია. ცვლილება კი იწყება ახალი გუნდითა და ერთობით, ზუსტად ამ პრინციპის გათვალისწინებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ გამარჯვების შემდეგ, მე არ ვაპირებ მეორე ვადით კენჭისყრას“.
„ადვოკატთა ასოციაციისა“ და "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მიჩნეული ირაკლი ყანდაშვილის თქმით, „ადვოკატთა ასოციაციის პოლიტიზირებას ვერავინ ეღირსება“.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ირაკლი ყანდაშვილის მხარდასაჭერად რეგიონებიდან მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს იურისტები.
არჩევნების პირველ ტურში „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ექვსი კანდიდატი იბრძოდა: ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრანი ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.

1 day ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·