WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ადვოკატ თემურ ქავშბაიას ინფორმაციით, დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.

ქავშბაიას თქმით, ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით, 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით არის დაკავებული.

ინციდენტი, რომლის შედეგადაც ფარტენაძე დააკავეს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში მოხდა, თუმცა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ჟურნალისტი მოთავსებულია ზესტაფონის დროებითი დაკავების იზოლატორში.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას და ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განალხდება.

16 აგვისტოს გამოცემა „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბოლო დღეებში უკვე მეორედ დაესხნენ თავს.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილია ინციდენტის სავარაუდო მონაწილეთა ვინაობა.

ფარტენაძემ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ ბათუმში თავს დაესხნენ, დაემუქრნენ, აგრეთვე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ორი პირი დააკავა, ხოლო სასამართლომ ისინი 7-7-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.