ადვოკატის ცნობით, უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზეში დააკავეს

1 hour ago 4

ადვოკატის ცნობით, დააკავეს საქართველოში მყოფი უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზეში. „ნეტგაზეთს“ თორნიკე ჯანელიძე ეუბნება, რომ ის მიგრაციის დეპარტამენტში გადაჰყავთ, სადაც თვითონაც მიდის და დამატებითი დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მიზეზი შესაძლოა იყოს საზღვრის კვეთის წესის დარღვევა.

უფლებადამცველ მარიკა არევაძის ინფორმაციით, ჟურნალისტს როცა ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა ეწურებოდა იურიდიული დახმარებისთვის მას მიმართა, მან შეიტანა განაცხადი ვადის გაგრძელებაზე და ამ მომენტში საკითხს სასამართლო განიხილავს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა მიგრაციის დეპარტამენტს, უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ფოტო: Beso Schönhardt

სრულად წაკითხვა