ადრეული მატჩები: კოპენჰაგენისა და ლევერკუზენის დრამატული ფრე, ბრიუგემ მონაკო გაანადგურა

2 hours ago 1

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ბოლო სათამაშო დღის ადრეულ შეხვედრებში გულშემატკივრებს დრამატული სცენარები და უხვგოლიანი ფეხბურთი ხვდათ წილად.

კოპენჰაგენი – ლევერკუზენი 2:2

დანიაში გამართულ შეხვედრაში „კოპენჰაგენი“ გერმანულ გრანდ „ლევერკუზენს“ დაუპირისპირდა. მატჩი მაღალი ტემპით დაიწყო და ანგარიში უკვე მე-9 წუთზე გაიხსნა, როდესაც ლარსონმა მასპინძლები დააწინაურა. მეორე ტაიმში „ლევერკუზენმა“ შეტევები გაამწვავა და 82-ე წუთზე გრიმალდომ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მალევე, 87-ე წუთზე რობერტიმ კვლავ კოპენჰაგენი დააწინაურა – 2:1.

ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა: მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჰაციდიაკოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რითაც საბოლოო ანგარიში – 2:2 დაფიქსირდა. დრამატული ფრით გუნდებმა ქულები გაინაწილეს, თუმცა ორივე მხარე ერთნაირად უკმაყოფილო დარჩა – მასპინძლებს გამარჯვება ხელიდან გაუშვდათ, სტუმრებს კი სამი ქულა არ ეყოთ.

გოლები: 1-0 ლარსონი (9'), 1-1 გრიმალდო (82'), 2-1 რობერტი (87'), 2-2 ჰაციდიაკოსი (90+1').

ბრიუგე – მონაკო 4:1

ბელგიაში „ბრიუგემ“ „მონაკოს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებმა უკვე პირველ ტაიმში მატჩის ბედი გადაწყვიტეს: 32-ე წუთზე ანგარიში ტრესოლდიმ გახსნა, მალევე ონიედიკამ და ვანაკენმა კიდევ ორი გოლი მიითვალეს და შესვენებაზე „ბრიუგე“ სამბურთიანი უპირატესობით გავიდა – 3:0.

მეორე ნახევარში ბელგიელები კვლავ დომინირებდნენ. 75-ე წუთზე დიახონმა ანგარიში 4:0 გახადა. სტუმრებს მატჩის ბოლოს პრესტიჟის გოლის გატანა მაინც შეძლეს — ფატიმ 90+2-ე წუთზე ბურთი ბელგიელთა კარში შეაგდო, თუმცა საბოლოოდ „მონაკომ“ დიდი ანგარიშით, 1:4 წააგო.

გოლები: 1-0 ტრესოლდი (32'), 2-0 ონიედიკა (39'), 3-0 ვანაკენი (43'), 4-0 დიახონი (75'), 4-1 ფატი (90+2').

სრულად წაკითხვა