ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების ნებართვა მიიღო

4 days ago 2

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია „ვიზეარს“ ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიანიჭა. შედეგად, საქართველო იტალიის ქალაქ ვენეციას საჰაერო გზით დაუკავშირდება.

სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, „ვიზეარი“ ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან დაიწყებს კვირაში ორი სიხშირით – ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ამჟამად უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოდან 23 მიმართულებით დაფრინავს, კვირაში დაახლოებით 72 სიხშირით. მიმდინარე წლის ცხრა თვის მდგომარეობით, ავიაკომპანიამ 1 075 585 მგზავრი გადაიყვანა და ამ მონაცემებით საავიაციო ბაზრის ლიდერია.

სრულად წაკითხვა