WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ავსტრიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ოთხი რუსი დიპლომატი. ადგილობრივ მედიასაშუალებებს ეს 23 ოქტომბერს დაუდასტურეს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ოთხი დიპლომატიდან სამი ვენაში, რუსეთის საელჩოს თანამშრომელია, ხოლო ერთი - ეუთოში რუსეთის წარმომადგენლობის.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია ავსტრიის სპეცსამსახურების მონაცემების საფუძველზე. რუსეთის ეს მოქალაქეები დიპლომატის სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობით იყვნენ დაკავებული.

  • როგორც წესი, სახელმწიფოები ამ ფორმულირებას იყენებენ, როცა საქმე ჯაშუშობას ეხება.

რუსეთის სახელმწიფო მედიამ 23 ოქტომბერს გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დმიტრი ლუბინსკის მოკლე კომენტრი, რომ ავსტრიის გადაწყვეტილებაზე „შეუქცევადი რეაქცია“ ექნებათ.

  • რუსი დიპლომატები გაძევებული არიან ევროკავშირის არაერთი სახელმწიფოდან.
  • ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა სექტემბრის დასაწყისში იყო, როცა უნგრეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა 10 რუსი დიპლომატი. პასუხად მოსკოვმა რუსეთიდან გააძევა უნგრელი დიპოლმატები