WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

23.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებას ავრცელებს გუშინ, წვიმის შემდეგ რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვაზე.

კომპანია განმარტავს, რომ შემთხვევა წყალმომარაგების შიდა, კერძო საკუთრებაში არსებული ქსელის განშტოების დაზიანებამ გამოიწვია. საუბარია რუსთაველის თეატრის მილზე:

„მომხდარი ინციდენტი არ უკავშირდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს. რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა მხოლოდ მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, ხოლო შიდა ქსელებზე სამუშაოები არ ჩატარებულა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა ჯივიპის ოპერატიული ჯგუფი. ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოხდა დაზიანების იდენტიფიცირება და დადასტურდა, რომ დაზიანებულია უშუალოდ რუსთაველის თეატრის კერძო განშტოების მილი“, – წერია განცხადებაში.

კომპანია ამბობს, რომ რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განახლებული წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ თვეს სრულად დასრულდა.

მათივე განმარტებით, რეაბილიტაციის ფარგლებში დაქსელვის სქემა არ შეცვლილა და ჩატარებულს სამუშაოებს დაზიანებულ მილთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ უკავშირდება კერძო ტერიტორიის დატბორვა სანიაღვრე სისტემის არარსებობას, GWP განმარტავს:

„ჯივიპი არ არის პასუხისმგებელი სანიაღვრე სისტემებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მომხდარი დატბორვის მიზეზი არ არის სანიაღვრე სისტემა. ამასთან, ტექნიკურად, სანიაღვრე სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი, ის ვერ უზრუნველყოფდა წყალმომარაგების შიდა ქსელის დაზიანების გამო გამოწვეული დატბორვის პრევენციას“.