WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

5 აგვისტოს დამტკიცდა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს.

„გაგრძელდება მუშაობა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ავტომობილში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) იმპლემენტაცია, რომლებიც მძღოლს არ აძლევს სატრანსპორტო საშუალების ძრავის ამოქმედების საშუალებას, იმ შემთხვევაში, თუ მის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა აღემატება კანონმდებლობით დასაშვებ ნორმას“, – წერია საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ბაზარზე ავტომობილის განთავსებისათვის შესაბამისი სტანდარტის დადგენისას ამ კომპონენტის გათვალისწინება იგეგმება.

სტრატეგიის მიხედვით, საქართველოში ალკოჰოლური თრობა კვლავ წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამომწვევ ფაქტორს.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, დოკუმენტში წერია, რომ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 2025 წელს ფიქსირდება ალკოჰოლური თრობისას სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევათა 12.9%-იანი კლება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი მძღოლი მოწმდება ყოველწლიურად.

„ასევე, 2025 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვის 175 დანაშაული, რაც ხაზს უსვამს სამართალდარღვევის გამოვლენასა და აღსრულებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

იხილეთ ასევე: