აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა საპატიმრო დატოვა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

2 days ago 6

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, რომელიც საქართველოში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა, საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც მის უფლებებს იცავდა.

„საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

სადიგოვმა საპატიმრო 5000-ლარიანი გირაოთი დატოვა.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა