,,ცხადია მხოლოდ ვაკე ვერ მიშველიდა და ზედ 200 000″ – რას წერს ლალი მოროშკინა?

4 hours ago 2

ლალი მოროშკინა წერს:

არ დააცარიელოთ სოფლები!

წუხელ ჩემი მეგობრის პოსტი შემომხვდა. ძალიან წუხდა, რომ მამა-პაპური კერა უნდა გაეყიდა სოფელში.

იქნებ ჩემი ისტორია ვინმეს გამოადგეს და არ დაუშვას შეცდომა.

2017 წელს მივხვდი, რომ ჩემი საკუთარი ბიზნესი მინდა.

გავყიდე ვაკის ბინა და გადავედი სიღნაღში, მაშინ ჩემი საქციელი ბევრს სიგიჟედ მოეჩვენა.

ცხადია მხოლოდ ვაკე ვერ მიშველიდა და ზედ 200.000 ევროს იპოთეკაც გავაფორმე ბანკთან.

ამ საქციელმა საბოლოოდ შეარყია  საზოგადოება.

რვა წელია საკმაოდ წარმატებულად ვოპერირებ ტურისტულ ბაზარზე,

რომ არა პანდემია, გაცილებით უკეთესი რეზულტატი მექნებოდა.

სასტუმროს ქოლცენტრიც თავად ვარ,ბუქინგსაც ვმართავ და ზოგადად ბევრს ვმუშაობ.

დადგა საჭიროება, სადმე პერიოდულად დამესვენა და სუფსაში, პატარა ნასახლარი შევიძინე.

სოფელი ყოველთვის იყო ჩემი სუსტი წერტილი. სამწუხაროდ არც დედის, არც მამის მხრიდან არ მქონია ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით მორბენალი ბებიის ფუფუნება, სამაგიეროდ ორი

ზე სვეცკი, სიგარეტიანი და თანამდებობიანი ბებია მყავდა, რომლებსაც ალბათ “ზევიდანაც” უკვირთ ჩემი “სოფლიადა”,

თუმცა ეს ამ პოსტს არ ეხება.

მოკლედ,თავად  ავინაზღაურე ეს დანაკლისი და ვეზიარე სოფელს. საოცარი მეზობლები, გურული იუმორი, ევკალიპტები, საუკეთესო გარემო, პაწაწუნა, ძველი, სუნებიანი “ქუხნა- სახლი” და სამ კილომეტრში ზღვა…

წელს დიდთოვლობამ დაანგრია ჩემი ზღაპარი…

რა მექნა?

გავყიდე მიწა,დავიტოვე წინ პატარა ბაღი,კიდევ უფრო “გავაღრმავე” იპოთეკა,  გავზიდე სახლიდან რაც კი დედამ და ორმა დედამთილმა ჯამ-ჭურჭელი მაჩუქა, წამოვიღე ზურა გომელაურის ნახატები,ჩემი და სხვისი წიგნები და ახლიდან ავაშენე ჩემი ოცნება.

მორალი: გამოსავალი ყოველთვის არსებობს. არ დააცარიელოთ სოფელი, არ მოკლათ ოცნება!

P.S ერთი თეთრი დახმარება არ მიგვიღია სტიქიით მიყენებულ ზარალზე.

შევხვდი ახალ გუბერნატორს და იმედია პრემიერის დავალება შესრულდება,  ვისაც სახლები დაგვენგრა, ზარალი ნაწილობრივ მაინც აგვინაზღაურდება.

ეს ისე….“, – წერს ლალი მოროშკინა.

სრულად წაკითხვა