აზერბაიჯანმა 7 ოქტომბერს უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს გერმანიის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი - რომელსაც ბრალად ედება საიდუმლო დოკუმენტების ყიდვა და მათი გამოყენება უცხოური სადაზვერვო სამსახურისთვის მომზადებულ ანალიზში - აზერბაიჯანის აგენტთან იმყოფებოდა კონტაქტში.
Reuters-ის ცნობით, ქვეყნის მედიისა და მაუწყებლობის საბჭომ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი იყო დაკავშირებული ამ საქმესთან, რომლებიც პირველად Der Spiegel-მა გავრცელა, უსაფუძვლო იყო.
„ამ დეზინფორმაციული ოპერაციის უკან მდგომი ძალების ბოროტი ზრახვაა აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის ურთიერთობების დაზიანება,“ — განაცხადა საბჭომ.
ჰანინგი, BND-ის (გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური) საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, 6 ოქტომბერს დააკავეს სახელმწიფო ღალატის მცდელობასა და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის სტატუსით, ცივი ომის შემდეგ გერმანიის უშიშროების სფეროში ერთ-ერთ უდიდეს სკანდალში.
პროკურატურის თანახმად, გერმანიის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ 7 ოქომბერს გასცა ოფიციალური დაპატიმრების ორდერი ჰანინგის მიმართ.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ მან თანხა გადაიხადა BND-ის ოფისის მენეჯერისგან საიდუმლო დოკუმენტების მისაღებად და ისინი გამოიყენა უცხოური სადაზვერვო სამსახურის (რომელიც არ არის დასახელებული) ოფიცრისთვის ანალიზის მოსამზადებლად.
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ უარი თქვა Spiegel-ის ცნობაზე კომენტარის გაკეთებაზე. ჰანინგს Reuters-ის კომენტარის შესახებ თხოვნაზე პასუხი არ გაუცია.
radiotavisupleba ახალი ამბები