ამის შესახებ მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ, ფირუდინ გურბანოვმა, 21 ოქტომბერს საოჯახო ფორუმზე ისაუბრა, რომელიც თემაზე „ოჯახი ციფრულ ეპოქაში: ტრანსფორმაციის ახალი საზღვრები“ გაიმართა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლებში შეზღუდვები დაწესებულია 200-ზე მეტი კატეგორიის კონტენტზეც, რომლებიც დანაშაულს, ნარკოტიკებს, ძალადობასა და სხვა სახიფათო თემებს უკავშირდება.
„ცხადია, ეს შეზღუდვა მხოლოდ სკოლებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ოჯახებშიც უნდა აკონტროლებდნენ, რომ ბავშვები მსგავს კონტენტსა და პლატფორმებს მოერიდონ“, – განაცხადა ფირუდინ გურბანოვმა.
აზერბაიჯანში კანონი, რომელიც ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის ასაკობრივ შეზღუდვას ითვალისწინებს, 2026 წლის 30 ივნისს მიიღეს, 5 აგვისტოს კი გამოაქვეყნეს.
კანონის თანახმად, 16 წლამდე პირებს ასაკობრივი შეზღუდვის მქონე სოციალურ ქსელებში ანგარიშის შექმნა აეკრძალებათ. 16-დან 18 წლამდე პირების რეგისტრაცია კი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით იქნება შესაძლებელი.
ცვლილებები გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდეგ, ანუ 2027 წლის 5 აგვისტოს უნდა ამოქმედდეს.
ბავშვების მავნე კონტენტისგან დაცვის მარეგულირებელი ძირითადი კანონი კი 2018 წლის 30 ოქტომბერს მიიღეს და ის 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.
netgazeti