აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების მორიგი პარტია გაიგზავნა. ამის შესახებ სააგენტო APA იუწყება.
ინფორმაციის თანახმად, დღეს ბალაჯარის სადგურიდან ბოიუქ-ქესიქის სადგურის მიმართულებით გაიგზავნა 18 ვაგონი საავტომობილო ბენზინი, რომლის საერთო წონა 971 ტონას შეადგენს. ასევე გაიგზავნა 8 ვაგონი დიზელის საწვავი, საერთო მოცულობით 467 ტონა.
სააგენტოს ცნობით, დღემდე აზერბაიჯანიდან სომხეთში ექსპორტირებულია 14 ათას ტონაზე მეტი დიზელის საწვავი და 4 ათას ტონაზე მეტი ბენზინი.
ამასთან, ოფიციალური ცნობით, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტით უკვე გადაზიდულია 34 ათას ტონაზე მეტი მარცვლეული, დაახლოებით 8 ათასი ტონა სასუქი, 133 ტონა ალუმინი, 68 ტონა წიწიბურა და 414 ტონა ანტრაციტი.
სომხეთი საერთაშორისო ინტერნეტს აზერბაიჯანის გავლით მიიღებს – AzerTelecom

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·