აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა მოწყობილობა გადასცა

1 hour ago 3

აზერბაიჯანიდან უკრაინაში თითქმის 40 ტონა მოწყობილობა ჩაიტანეს, რომელიც უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობის გაძლიერებას მოხმარდება. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, ტვირთი უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს სპეციალური ჰაბის გავლით ერთ-ერთ რეგიონულ სარკინიგზო დანაყოფს გადაეცა. დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის რკინიგზის თანამშრომლების მუშაობის მხარდაჭერას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას რუსეთის თავდასხმების პირობებში.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს და კომპანია STP Global Cable-ს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის.

უწყების განცხადებით, ჰაბიდან თითქმის ყოველდღიურად იგზავნება მოწყობილობები უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, რაც ენერგეტიკის სექტორისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ფუნქციონირებას ეხმარება.

სრულად წაკითხვა