ათამდე გაიზარდა ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

1 week ago 5

უკრაინელმა მაშველებმა კიდევ ერთი დაღუპულის, ქალის ცხედარი იპოვეს ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთი კერძო კლინიკის ნანგრევებში. ამის შესახებ დღეს, 12 დეკემბერს დილით, ტელეგრამით იუწყება ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი.

11 დეკემბრის ღამის მონაცემებით დადასტურებული იყო 9 ადამიანის სიკვდილი.

ფიოდოროვის ინფორმაციით, ნანგრევებში რჩება ერთი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამედიცინო დაწესებულების შენობა რუსულმა რაკეტამ 10 დეკემბერს დაანგრია. დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც. დაშავდა 22 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მტკიცებით, უკრაინაში მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებს უტევს, ზაპოროჟიეს კლინიკაზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.

სრულად წაკითხვა