ათწლეულების განმავლობაში პირველად, აზერბაიჯანმა სომხეთში, საქართველოს გავლით, საწვავის პარტია გაგზავნა

3 hours ago 2

აზერბაიჯანული საწვავით დატვირთული მატარებელი საქართველოს გავლით სომხეთისკენ მიემართება, რაც ათწლეულების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამშვიდობო პროცესის ფონზე, პირველი ასეთი ტვირთია.

აზერბაიჯანულმა AnewZ-მა 18 დეკემბერს განაცხადა, რომ ტვირთი მოიცავს 22 სარკინიგზო ცისტერნას, რომელთა საშუალებიდაც SOCAR-ის წარმოებული 1 210 ტონა AI-95 ბენზინი სომხეთს მიეწოდება. სომხეთის სახელმწიფო მედიამ მოგვიანებით პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტებით დატვირთული მატარებელი უკვე დაიძრა“.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გავლით ტრანზიტის ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული გადაუჭრელი საკითხები კვლავ რჩება. „თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესმენები ალტერნატიულ გზებს გამოძებნიან იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად, თუ ეს გარიგებები კვლავ საინტერესო იქნება მათთვის“, – განაცხადა მან, Armenpress-ის ცნობით.

ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ასოცირებულმა მედიასაშუალებებმა საქართველო საზღვარზე აზერბაიჯანული სატვირთო მანქანების განზრახ შეფერხებაში, ასევე სომხეთისთვის განკუთვნილი აზერბაიჯანული საწვავის სარკინიგზო გადაზიდვაზე მაღალი ტარიფების დაწესებაში დაადანაშაულეს. ტარიფებთან დაკავშირებული ინფორმაციის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 5 დეკემბერს საქართველოს რკინიგზას სომხეთში აზერბაიჯანული საწვავის ერთჯერადად, უფასო გადაზიდვა დაავალა.

„როიტერი“ იტყობინება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ გადაზიდვაზე შეთანხმება გასულ თვეში ორი მეზობელი ქვეყნის ვიცე-პრემიერებს შორის მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა