“აი ამ ცრუპენტელა, ნამუსგარეცხილ პერსონაჟს ვინც რამედ აღიარებთ, არც ღირსება გაქვთ, არც კაცობა, არც საკუთარი შვილები გიყვართ…” – გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეზე

3 weeks ago 8

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, სიცრუეში ადანაშაულებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს:

მართალია კადრები არ უჩვენებია, მაგრამ შსს-მ ხომ თქვა, რომ 10 პოლიციელი დაშავდა და ერთი ამ დრომდე კლინიკაშიაო (ისიც არ უჩვენებია).

მერე გამოვიდა ეს პრემიერად წოდებული სოციოპატი, პოლიტიკური ქილერი და თათარიახნი ტყუილი დაახეთქა – 50 პოლიციელია დაშავებული და ბევრს ქირურგიული ჩარევა დასჭირდაო.

აი ამ ცრუპენტელა, ნამუსგარეცხილ პერსონაჟს ვინც რამედ აღიარებთ, არც ღირსება გაქვთ, არც კაცობა, არც საკუთარი შვილები გიყვართ… სამშობლოზე აღარაფერს გეტყვით, მხოლოდ სადღეგრძელოებში რომ ახრჩობთ ყოველდღე…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

სრულად წაკითხვა