“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

1 week ago 5

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ აშშ-ს კონგრესმენ ჯო უილსონთან დაკავშირებით გამოთქმულ ირონიულ შეფასებას ეხმაურება:

აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური. შემთხვევით თაროდან გადმოვარდნილი წიგნიც რომ არ დაცემია თავში.

ინტელექტი ტანსაცმლის ბრენდი რომ ჰგონია და კულტურა – კაფე.

რა რუკაზე საუბრობ?!

ისიც კი არ იცი დედამიწა რა ფორმისაა🤢🤣“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: “რუკა რომ მიუტანო, დარწმუნებული ვარ, ვერ გეტყვის საქართველო სად არის, შეიძლება ჯორჯიის შტატი ჰგონია“, – განაცხადა კახა კალაძემ, კონგრესმენ ჯო უილსონთან დაკავშირებით

სრულად წაკითხვა