WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

34

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი:

„აი ვინმეს რო ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო…  ხოდა ამასაც მოვესწარი: დღეს საქალაქო სასამართლოში ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია რომ შსს-ს ინიციატივით, ა. წ. 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი ჩემ წინააღმდეგ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის (მ.ყ.-ს მეუღლე) და ფბ მომხმარებელ ვინმე ავრორა ბებიასთვის, რითაც გამომიწვევია საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა. სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას.

არც ვიცი რა ვთქვა“- წერს ირინა სარიშვილი და სქრინს აქვეყნებს.

Screenshot