21
ნაცმოძრაობის წევრი, გივი თარგამაძე სქრინებს აქვეყნებს და წერს:
,,აი, ასეთია ჩვენი დღევანდელობის კონტრასტი – უკიდურესად მკვეთრი. და რეალობაც ბოლომდე, თავდაყირა ამობრუნებული. აი, ის – მომღერალი, პროდიუსერი და კომპოზიტორიაო, ეს კი დიფსთეიტის უზრდელი აგენტიო – ასე გადაწყვეტს სასამართლოო და ამ სამართლით უნდა გაცხოვროთო. სუსის და პოლიციის შნირები, მათი დავალებით ერთმანეთს რომ აბოზებენ და ასახიჩრებენ, კაი ბიჭები არიანო, ქვეყნისთვის ნაომარი ვაჟკაცები კი, უსამართლო სასჯელებს უდრტვინველად რომ იტანენ, საბოტაჟნიკებიო. მერე რა, რომ გელათი ინგრევაო – გლუვს ბაობაბი ჩამოაქვს და აწი ისაა ჩვენი გელათიცა და ლაშარის ჯვარიცო…..
მაგრამ, ნიჭს უნიჭობით ვერ ამოშანთავ, რწმენას – შამანებით, სიყვარულს კაპეიკებით ვერ იყიდი, მხოლოდ მონობას და ისიც, მხოლოდ მუცლითმხოხავებისგან.
სოლიდარობა ნიჭიერ, ლამაზ, ლაღ, პატრიოტ სოფოს, სოლიდარობა ფორმულას და ტვ1-ს თავისუფალ ჟურნალისტებს, თავდადებულ გოგო-ბიჭებს, სოლიდარობა ჩემს ქვეყანას და თავისუფლებას! არ დავთმობთ, რა რთულიც არ უნდა იყოს!
created by photogrid
Screenshot
საერთაშიროსო alia.ge