უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა
„დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ. დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის კანცლერთან, პრეზიდენტთან და ბუნდესტაგის პრეზიდენტთან. ასევე მონაწილეობას მივიღებ წლევანდელ ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაში. მთავარი საკითხებია ჩვენი დიპლომატიური კოორდინაცია. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება. ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერა. სწორედ ეს იქნება დღევანდელი მოლაპარაკებების პრიორიტეტები. ყველა ჩვენგანი დაინტერესებულია უსაფრთხოებით, სტაბილურობითა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვით. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს პრინციპები კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებად ვაქციოთ. მადლობას ვუხდით გერმანიას ადამიანთა სიცოცხლის დაცვის საქმეში ჩვენი ძალისხმევის მხარდაჭერისთვის, ასევე თანამშრომლობისთვის!”- წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
odishinews საერთაშორისო