“აი, ქოცებო, თქვენ რომ დანაშაული გგონიათ დამხობა, სინამდვილეში თქვენთვის დარღვეული ზღვარის იძულებით დაწესება იქნება” – ლელა ჯეჯელავა

3 days ago 6

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სხვადასხვა სფეროში არსებულ თამაშის წესებზე აკეთებს მინიშნებას და განმარტებას აკეთებს საქართველოში ბოლო ხანებში გავრცელებულ ტერმინ “დამხობასთან” დაკავშირებით:

ადამიანისათვის მინიჭებულ სათნოებათა შორის ყველაზე დიდია არჩევანის უფლება. ყველა არჩევანს პატივს ვერ სცემ, მაგრამ უნდა აღიარო, როგორც უფლება, რადგან არ არსებობს არჩევანი პასუხისმგებლობის გარეშე.

როდესაც ხდები პოლიტიკოსი, ვალდებული ხარ დაიცვა ამ სფეროში არსებული თამაშის წესები: დაწერილიც და დაუწერელიც – როცა ხდები მოსამართლე, იღებ პასუხისმგებლობას ადამიანის მიერ შექმნილი კანონებით სამართლის განხორცილებაზე; როდესაც მედიცინაა არჩევანი, ემორჩილები ჰიპოკრატეს ფიცს; როდესაც ქუჩას ირჩევ, იღებ პასუხისმგებლობას ქუჩის დაუწერელი კანონების შესრულებაზე.

თქვენ პოლიტიკოსობა გინდათ და ხალხს პატივს არ სცემთ, ექიმობა გინდათ და ჰიპოკრატე ფეხზე გკიდიათ თავისი ფიცით, მოსამართლეობა გინდათ და სამართალი არ გაინტერესებთ, “კაი” ბიჭობა გინდათ და ქუჩას პატივს არ სცემთ, უსაფრთხოების სამსახურებში მუშაობა გინდათ და საფრთხე ხდებით საზოგადოებისათვის, ამას ყველაფერს “ბეზპრედელი” დაარქვეს თქვენს სათაყვანებელ რუსეთში. ადამიანისთვის “ბესპრედელი” არ არსებობს. მერე ერთვება ხოლმე, “ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს” და ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

აი, ქოცებო, თქვენ რომ დანაშაული გგონიათ დამხობა, სინამდვილეში თქვენთვის დარღვეული ზღვარის იძულებით დაწესება იქნება. არაფერი გარდა საღვთო და ადამიანური სამართლის გარდა“, – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა