აკა მორჩილაძე ნობელის პრემიაზე განმეორებით წარადგინეს

3 hours ago 1

აკა მორჩილაძე ნობელის პრემიაზე განმეორებით წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აკა მორჩილაძის კანდიდატურა წარდგენილია 2025 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.

„პატივი გვაქვს გაცნობოთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესურისა და შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, განმეორებით, წარდგენილია მწერალ აკა მორჩილაძის კანდიდატურა. წარმატება მას და სრულიად საქართველოს!“, – ნათქვამია ლიტერატურის ინსტიტუტის განცხადებაში.

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე აკაკი მორჩილაძე გასულ წელსაც იყო წარდგენილი. 2024 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი სამხრეთკორეელი მწერალი ჰან კანი გახდა.

ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები ოქტომბერში გამოვლინდება.

სრულად წაკითხვა