ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული

2 weeks ago 9

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად ედება ძალადობა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას
ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური
პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს [ალი ბაბაევს - რ.თ] თავს დაესხა
და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო' - ნათქვამია შსს-ს პრესრელიზში.

ალეკო ელისაშვილთან ერთად თავისუფლების მოედანზე დააკავეს ზურაბ დათუნაშვილიც, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი და ჩემპიონი ჭიდაობაში.

4 დეკემბერს თბილისში, ოპოზიციური პარტიების ოფისებისა, აქტივისტების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ოფისებსა და სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაიწყო.

კრიმინალური პოლიციის დირექტორის თქმით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავეს.

ხოლო "გადაუდებელი აუცილებლობიდან" გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები.

სრულად წაკითხვა