ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

1 week ago 3

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თანამდებობას ტოვებს. სამადლობელი და გამოსამშვიდობებელი განცხადება სამინისტროს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

„პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას. მადლობა მსურს, გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას“, - აცხადებს წულაძე.

განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 2 ოქტომბერს დაინიშნა. მანამდე კი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ალექსანდრე წულაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მას შემდეგ გადავიდა, რაც 2023 წლის ბოლოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობა დატოვა. ის მანამდეც საქმიანობდა სასამართლო ხელისუფლებაში.

  • 2023/12-2024/08 წწ. – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
  • 2019-2023 წწ. – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
  • 2017-2019 წწ. – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm-ის" მმართველი პარტნიორი;
  • 2017-2019 წწ. – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
  • 2015-2017 წწ. – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
  • 2012-2015 წწ. – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
  • 2011-2012 წწ. – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი.
სრულად წაკითხვა