ინგლისის FA Community Shield-ის, იგივე სუპერთასის ფინალში, სადაც ერთმანეთს FA Cup-ის გამარჯვებული "კრისტალ პალასი" და პრემიერლიგის ჩემპიონი "ლივერპული" ხვდებოდნენ, გამარჯვება "არწივებს" დარჩათ.
ძირითადი დროის ფრედ, 2:2 დასრულების შემდეგ, მატჩში პირდაპირ პენალტების სერია ვიხილეთ, რომელსაც კლუბებისთვის წარმატებულს ვერ დავარქმევდით, ვინაიდან "პალასიდან" 2 პენალტი გაცუდდა, ეზესა და სოსასგან, ხოლო მერსისაიდელთაგან სამი. თავისი შანსი სალაჰმა, მაკალისტერმა და ელიოტმა ვერ გამოიყენეს.
საბოლოო ჯამში კი პენალტების სერიაში გამარჯვებული "კრისტალ პალასი" გამოვიდა, 3:2 და ტიტულიც დაისაკუთრა.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპულის" ქართველი კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამზე გახლდათ.