საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ კონკრეტულ განცხადებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:
“ალო, “ოცნება”! ვინ მოგცათ უფლება, ქართველობა პარტიული კუთვნილებით განსაზღვროთ და სახელმწიფოებრივი აზროვნება საკუთარ ამომრჩეველზე მონოპოლიად გამოაცხადოთ?
„ოცნებას“ პროქართული ამომრჩეველი ჰყავსო. ჰო, ასე თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ერთმა კაცმა, რომელიც სკკპ-ის ცეკას რომელიღაც ინსტრუქტორს ჰგავს. არც იმ ინსტრუქტორის გვარი მახსენდება და არც ამ კაცის ვიცი. „თქვენ კი არ გყავთ ეგეთიო“, – ოპოზიციას მიაძახა.
ანუ, ჩემდათავად, „ოცნებისთვის“ ხმის მიმცემის დედაც! და ვინც მე დამაბრალოს, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესებით არ ვაზროვნებ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი არ ვარ, იმის პისეცი დაიწვას ცეცხლში!სხვა მეტაფორა ვერ მოვიფიქრე მსუბუქი ჟანრის.
რამდენი პრორუსულად განწყობილი ამომრჩეველი გყავდეთ, იმდენი ასი ათასი დოლარი დაკარგვოდეს ივანიშვილს – მოსულა?” – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა