WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

13 ნოემბერს გაიმართა მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის მორიგი სასამართლო პროცესი. სასამართლო სხდომამდე, სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტები გამოაქვეყნა ჟურნალისტის შვილმა, მარიამ ხარშილაძემ, დედის დაკავების ფაქტის ამსახველ ფოტოსთან ერთად:

“ტერორისტივით დაკავებული დედაჩემი და “გაწვრთნილი” სპეცრაზმელის მზერა ❗️
იმედია მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი.

დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წაიკითხავს. წარმატებები მინდა ვუსურვო ადვოკატებს 🙏🏻✊🏻♥️ მადლობა, რომ ჩვენს გვერდით ხართ.

ელისო კილაძის სასამართლო განხილვის დასრულებამდე დარჩენილია 2 პროცესი – 13 ნოემბერს, 15:00 საათზე და 17 ნოემბერს (გადაწყვეტილების გამოცხადება) ასევე 15:00 საათზე.

ვისაც გაქვთ დრო და სურვილი მოდით თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესები დახურულია, მაგრამ პროცესის დაწყებამდე 5-10 წუთით გვექნება უფლება ნახვის და გასაუბრების.

მოდით, დაენახეთ, გაამხნევეთ♥️“, – წერს მარიამ ხარშილაძე ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე.