დერმატოლოგ – ვენეროლოგი ზაზა თელია გუშინდელ აქციაზე დაშავებულ „ფორმულას“ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე სოციალურ ქსელში წერს:
ამ ადამიანს ბედი ჰქონია რომ გადაურჩა სიკვდილს, ეს იგივეა ვინმემ იარაღი გესროლს თავში და გაგიმართლოს და გადარჩე..... არა უარესია რაც ვიდეოში ჩანს რადგან ვიდეოში კარგად ჩანს რომ ტრავმა ამ ადამიანს არააფექტურ მდგომარეობაში მიაყენეს
ანუ ის პირუტყვი ნაძირალა რომელიც ზურგიდან თავში ურტყამს ამ კაცს კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ იქნას იდენტიფიცირებული და უმკაცრესად დასჯილი. ან ოჯახი არ ჰყავს ან შვილები არ ჰყავს ამ პირუტყვს.
რაღა დარჩა ზღვარი - "ცხოველების ფერმაში" ვართ - წერს ზაზა თელია.
ცნობისთვის, გურამ როგავაზე სამართალდამცავებმა გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს იძალადეს. ჟურნალისტს მოტეხილი აქვს სახის ძვლები და კისრის მალა.
წყარო: tia.ge