ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე პატრულირებისას, აქცია-პერფორმანსში მონაწილეობისას, რაც 2017 წლის ივლისში დაიწყო და დიდხანს გრძელდებოდა, რამდენი ვინმეს მოსვლა და გვერდით დადგომა გამხარებია, რამდენი ვინმე გავიცანი, რამდენი გამახსენდება და ეს გოგო, აი, ეს გოგონა არასდროს დამავიწყდება…
დეტალურად ვიხსენებ: შეყვარებულთან ერთად ავტოსტოპზე იდგა, კარფურთან, თბილისის დასავლეთის გასასვლელში. მე მარტო ვიყავი, საბარგულში ტრანსპარანტები და ბანერები მქონდა. ბუნებრივია, გავუჩერე (სულ ვუჩერებ ხოლმე), ჩანთები დაალაგეს და დაინტერესდნენ, სად მივდიოდი. ავუხსენი, რომ ვატარებდით აქციას “ფრთხილად, 300 მეტრში ოკუპანტია”. გვაჩვენეო. მივაყენე მანქანა ყარაფილასთან, გაჩერებაზე, გადმოვედით, ვუხსნი, სადაა ბაზა, სადაა ხნული, სადაა ბანერი, თან ხელით ვუჩვენებ და უცებ, ვხედავ, თამუნა ტირის…
ისე ტიროდა, უხმოდ, ცრემლები ღვარღვარით ჩამოდიოდა ლოყებზე, რომ დავამთავრე ახსნა, ჩამოჯდა, თავი ჩარგო მუხლებში, მხრები უცახცახებდა…
შეყვარებულმა მითხრა – ასე იტირებს მთელი დღეო…
სვანეთში მიდიოდნენ, მერე მოვძებნე, მივწერე, კარგად ვიმგზავრეთ და ჩამოვედით კიდეცო და მომწერა, მე დღიურში მოგიხსენიეთო…
გოგონა, რომელსაც მართლა სტკივა, ცრემლებამდე სტკივა… გოგონა, რომელიც საქართველოში მოგზაურობს და გოგონა, რომელიც დღიურებს წერს…
ეს გოგონა არის თამუნა ქობალია. არ ვიცი, სად არის ახლა, მაგრამ მე სულ მახსოვს და მინდა, ყველა იცნობდეთ და ისე გიყვარდეთ, როგორც მე შემიყვარდა

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·