სააგენტო "პარალელი"
“ამ დებილობას აჭმევენ ხალხს და 2 წელია “აგენტები – აგენტებიო” აყვირებენ “კოლექტიურ ზარქუებს” – თენგო თევზაძე
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, თენგო თევზაძე “ქართული ოცნების” ყოფილ და მოქმედ ლიდერებთან დაკავშირებით ბრალდებებსა თუ ვარაუდებზე მიანიშნებს:
“ოცნების პროპაგანდა ირწმუნება 
გახარია (ოცნების პრემიერი) – ევროპის და დიფსტეიტის აგენტი;
ღარიბაშვილი (ოცნების პრემიერი) – საფრანგეთის აგენტი;
ზურაბიშვილი (ოცნების პრეზიდენტი) – უბრალოდ აგენტი;
ლილუაშვილი (ოცნების სუს-ის უფროსი) – დრო გამოაჩენს ვისი აგენტია ოღონდ ეგეც ნამდვილად აგენტია;
კუჭავა (ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე) – ევროკავშირის წინდებიანი აგენტი.
ქოცებში დარჩენილ რუსეთის აგენტებს ვურჩევ, ყველა რომანოვები ნუ გახდებით. შუისკები და გოლიცინებიც კარგი გვარებია რუსეთში.
პაპუაშვილზე ჩამოყალიბებულია მთელი საქართველო და პაპუა-ახალი გვინეას აგენტად მიიჩნევს, მაგრამ, ვინაიდან, ოკეანეთის ქვეყანაა და სახლემწიფოს მეთაური ბრიტანეთის მონარქია, ეგეც ბრიტანეთის აგენტი გამოდის.
მაგრად კი შეუნიღბავთ.
ამ დებილობას აჭმევენ ხალხს და 2 წელია “აგენტები – აგენტებიო” აყვირებენ “კოლექტიურ ზარქუებს”, – წერს თენგო თევზაძე სოციალურ ქსელში.
“ამ დებილობას აჭმევენ ხალხს და 2 წელია “აგენტები – აგენტებიო” აყვირებენ “კოლექტიურ ზარქუებს” – თენგო თევზაძე
პარალელი
paraleli.ge ახალი ამბები