“ამ ინტერვიუზე პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა” – გვიმრაძე

2 weeks ago 7

9

აზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ყოფილი დირექტორი, გიორგი გვიმრაძე:

ქალბატონ კიმბერლი ლოუს ვესაუბრე მე პირადად და არ თქმულა რომ ის არის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ის შეიძლება გახდეს, რასაც თავად ამბობს ამ ეტაპზე მხოლოდ. და სწორედ ამიტომ, ითქვა რომ შესაძლოა იყოს. თუმცა ის რომ რესპუბლიკური პარტიის წევრია და თან კენჭს იყრიდა სენატში ეს ადვილად იძებნება. მისი კავშირები, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთან, ასევე იძებნება. ამის გარდა, ქალბატონი კიმბერლი, არაფერს ამბობს ისეთს რაც არ უთქვამს ტრამპთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს. ამდენად მისი გამონათქვამები, დიდწილად თანხვედრაშია ტრამპის პოლიტიკის ძირითად გზავნილებთან და ეს არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა.

გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა

სრულად წაკითხვა